Tuesday, March 3, 2015

ტრენინგის შეჯამება

 ტრენინგი "ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი" ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემია.გავეცანით 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელ კომპიუტერულ უნარ- ჩვევებს,რომელიც მასწავლებელს ხელს შეუწყობს რომ იყოს თანამედროვე და მოტივირებული.ვისწავლეთ ბლოგების შექმნა და მათი განთავსება საიტებზე,რომელიც საშუალებას მისცემს მასწავლებელს უწყვეტი კავშირი ქონდეს კოლეგებთან, რაც ხელს შეუწყობს მასწავლებლის შემდგომ განვითარებას.ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა საშუალებას მაძლევს მოსწავლეებს გავაცნო კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
  ამ ტრენინგის შემდეგ დარწმულებული ვარ გამიადვილდება ტექნოლოგიებით გამდიდრებული პროექტების დაგეგმვა და პროექტის პორტფოლიოს შექმნა.ტრენინგი საშუალებას აძლევს მასწავლებელს იყოს მუდმივი განვითარების პროცესში.                            ძალიან სასიამოვნო იყო ქ-ნ ქეთინო ცერაძესთან ურთიერთობა,რომელმაც დაუღალავი და დიდი შრომა გაწია და თავისი მაღალპროფესიული გამოცდილებით საინტერესოდ და გასაგებად გადმოგვცა ასეთი საჭირო და ვრცელი მასალა.

მეცხრე დღე

მეცხრე დღეც ძალიან საინტერესო გამოდგა.როგორც ყოველთვის გავიმეორეთ წინა მასალა,შემდეგ მოხდა პროექტების პრეზენტაცია,ძალიან საინტერესო იყო ჯგუფის თითოეული წევრის გამოსვლა,გაგვიჩნდა კიდევ უფრო ახალი იდეები ერთმანეთთან აზრების გაზიარებით.შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგში - ვისწავლეთ ახალი გვერდების დამატება და შემდეგ წაშლა,ვიდეოს ჩასმა.ბოლოს მოხდა ტრენინგის შეჯამება და რეფლექსია.

Sunday, March 1, 2015

მე-8 დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა - გადავხედეთ პროექტის გეგმას.შემდეგ ვისწავლეთ და შევქმენით ფასილიტაციის რესურსი.გადავხედეთ პორტფოლიოს და მოვაწესრიგეთ ყველაფერი.ავტვირთეთ პორტფოლიო ბლოგზე და დავწერეთ რეფლექსია.