ტრენინგი "ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი" ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემია.გავეცანით 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელ კომპიუტერულ უნარ- ჩვევებს,რომელიც მასწავლებელს ხელს შეუწყობს რომ იყოს თანამედროვე და მოტივირებული.ვისწავლეთ ბლოგების შექმნა და მათი განთავსება საიტებზე,რომელიც საშუალებას მისცემს მასწავლებელს უწყვეტი კავშირი ქონდეს კოლეგებთან, რაც ხელს შეუწყობს მასწავლებლის შემდგომ განვითარებას.ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა საშუალებას მაძლევს მოსწავლეებს გავაცნო კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
ამ ტრენინგის შემდეგ დარწმულებული ვარ გამიადვილდება ტექნოლოგიებით გამდიდრებული პროექტების დაგეგმვა და პროექტის პორტფოლიოს შექმნა.ტრენინგი საშუალებას აძლევს მასწავლებელს იყოს მუდმივი განვითარების პროცესში. ძალიან სასიამოვნო იყო ქ-ნ ქეთინო ცერაძესთან ურთიერთობა,რომელმაც დაუღალავი და დიდი შრომა გაწია და თავისი მაღალპროფესიული გამოცდილებით საინტერესოდ და გასაგებად გადმოგვცა ასეთი საჭირო და ვრცელი მასალა.
No comments:
Post a Comment